ექსპერტები თბილისიდან და ბაქოდან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე წლის ბოლომდე შეხვდებიან

© Sputnik / STRINGERდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა 2020 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ექსპერტების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება, განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის, დავით-გარეჯის მონაკვეთი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ეს არის უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის წინააღმდეგია

„ორივე მხარისთვის ეს ძალიან აქტუალური საკითხია, რომელიც ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დღის წესრიგში დგას. არსებობს უთანხმოება, საჭიროა გარკვეული მასალების გადახედვა. ექსპერტები ერთმანეთს ადგილზე ხვდებიან. ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს ისე, რომ გარკვეული პროგრესი უკვე უშუალოდ კომისიის სხდომებზე გვქონდეს. ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს. წლის ბოლომდე გაიმართება შეხვედრა ექსპერტების დონეზე, ხოლო მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია კომისიის სხდომა”, – განაცხადა ხალაფოვმა.

მისი განცხადებით, ბაქო და თბილისი უნდა შეეცადონ არ აჰყვნენ პროვოკაციებს საზღვრის დელიმიტაციის საკითხში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით–გარეჯის თემა პრიორიტეტულია >>

„მე არ მსურს ამ საკითხის პოლიტიზირება. ფაქტორებსა და გავლენებს დელიმიტაციის პროცესთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის პროცესი, რომელიც უშუალოდ ორ ქვეყანას ეხება. ამიტომ ყველა ჩვენი ძალისხმევა მივმართეთ ამ მიმართულებით", – განუცხადა ხალაფოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან მან არ გამორიცხა „გარკვეული ფაქტორების არსებობა, რომლებსაც მოლაპარაკებათა პროცესზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
ანა დოლიძე: დავით-გარეჯი ვაქციოთ დაცულ ტერიტორიად

მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სასულიერო პირები, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

აზერბაიჯანმა სადავო მონაკვეთზე, რომლის დემარკაციაც ამჟამად მიმდინარეობს, სასაზღვრო საგუშაგო დადგა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0