მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სავიზო ომი“ გრძელდება: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციას ვიზები არ მისცა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები ამერიკის საელჩოს შენობაზე
რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები ამერიკის საელჩოს შენობაზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების თქმით, შეერთებული შტატები „თანმიმდევრულად ზღუდავს“ რუსეთის ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლას.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემაზე – ამჯერად ფედერალური ხაზინის დირექტორსა და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოლეგ მალგინოვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში - Sputnik საქართველო
დამოუკიდებლობის აჩრდილი: ევროკავშირი აშშ-ის ფინანსურ სისტემას ეთიშება

გავრცელებული ინფორმაციით, ხაზინის დელეგაცია ვაშინგტონს 3 დეკემბერს უნდა სწვეოდა, სადაც აუდიტორთა პროფესიის რეგულირების საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. რაც შეეხება მალგინოვს, ის ნიუ-იორკის ახალგაზრდულ ფორუმს უნდა დასწრებოდა 28-29 ნოემბერს.  

როგორც ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში განმარტეს, აშშ „თანმიმდევრულად ზღუდავს“ რუსეთის ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლას და ამით მოლაპარაკებათა მნიშვნელოვან ფორმატებს შლის. 

„რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება – როგორ ვადევნოთ თვალყური მსოფლიო კაპიტალის მოძრაობას. მაგრამ რუსეთს ამ ფორმატებიდან „აგდებენ“. აშშ-ს აქვს ამის შესაძლებლობა, შეჩვეულები არიან, უხელმძღვანელონ მსოფლიო პროცესებს და ვერ ჩერდებიან. იქ ყველა ამბობს, რომ სურთ რუსეთთან კონტაქტი, მაგრამ ამერიკელების პირობებით. როგორც კი რუსეთი აღიარებს აშშ-ის ჰეგემონიას და დათანხმდება მის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას, მაშინვე დამყარდება მასთან კარგი კონტაქტები“, – განაცხადა რადიო Sputnik-ის ეთერში ექსპერტმა დმიტრი სოლონიკოვმა. 

მანამდე შეერთებულმა შტატებმა ასევე უარი უთხრა ვიზების მიცემაზე რუსეთის 18-კაციან დელეგაციას, რომლის წევრებსაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „სავიზო ომი“ წამოიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0