შვეიცარიის მოქალაქეებისთვის  საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

CC0 / Pixabay / შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ვიზის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლიათ

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეუძლიათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქეების შანსი, რომ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღონ, მინიმალურია >>

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში.

კრისტოფერ კასტანერი და ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
საფრანგეთის შსს: საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ

2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა, ზოგად შემთხვევაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა. თუმცა არსებობენ გარკვეული კატეგორიის უცხოელები, რომლებიც შემოდიან, იმყოფებიან ან ტრანზიტით გადიან საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ ქვეყნების ჩამონათვალი (50 ქვეყანა), რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0