საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ოპოზიციას არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებენ>>

შესწორებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და მასშტაბური აქციები დაიწყეს. კვირას პარლამენტის შენობასთან 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბნენ. მათ შენობის შესასვლელებთან კარვები დადგეს. შენობის პიკეტირება მთელი ღამე მიმდინარეობდა. ორშაბათს დეპუტატები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

კარვები პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ

„არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით", – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებით პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამოვიდა.

„მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ", – აღნიშნა კალაძემ.

მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის პიკეტირებას უკანონო უწოდა, მაგრამ მოვლენების ამგვარ განვითარებაში მმართველი პარტიის დეპუტატები დაადანაშაულა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ომბუდსმენი: საქართველოს პარლამენტის პიკეტირება კანონდარღვევაა>>

აქციები თბილისის ცენტრში ხუთშაბათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო არიან საპყრობილეში.

ყველა ახალი ამბავი
0