„ქართულ ოცნებას" მეცხრე დეპუტატი ტოვებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სანდრო ბეგაძემ მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი განმარტა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ერთ დღეში პარლამენტის უკვე მეცხრე დეპუტატმა – მაჟორიტარმა ქალაქ რუსთავიდან სანდრო ბეგაძემ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – კონსტიტუციის შესწორებების ჩავარდნის გამო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის კიდევ ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება" დატოვა>>

ამის შესახებ მან გუშინ, დღის ბოლოს თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

პარლამენტში მიმდინარე პროცესების პარალელურად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ, რადგან პარლამენტში საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის უკვე 2020 წლიდან პროპორციული სისტემით შეცვლის შესახებ კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არ აღმოჩნდა.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„პროპორციული არჩევნები ივანიშვილის გარეშე“ – აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა", – დაწერა ბეგაძემ.

სახელისუფლებო პარტიიდან წასვლას მან მძიმე გადაწყვეტილება უწოდა.

„მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და, შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას", – აღნიშნა მან.

ბეგაძე მეცხრე დეპუტატი გახდა, რომელმაც შესწორებების ჩავარდნის შემდეგ „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა>>

უფრო ადრე განცხადებით გამოვიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა ფრუიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გიორგი მოსიძე.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: შესწორებები კონსტიტუციაში ხელახლა აღარ განიხილება

მმართველი პარტიის ლიდერებმა თანამებრძოლების წასვლის გამო სინანული გამოთქვეს და მათ გადაწყვეტილებას ნაჩქარევი და ემოციების გავლენით მიღებული უწოდეს.

„ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში შესწორებების მიღება, როგორც ამის პირობა მმართველი პარტიამ დადო.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კანონპროექტის ჩავარდნა სწორედ ივანიშვილმა დაგეგმა.

როგორც ექსპერტები და ოპოზიცია აცხადებენ, პარტიული სიებით არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლებას გამარჯვების ნაკლები შანსები ექნება, ამიტომ მას ამჟამინდელი სისტემის შენარჩუნება აწყობს.

მარგველაშვილი უცხოეთის ქვეყნების ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას სთხოვს>>

ამავე დროს ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0