ერდოღანი საქართველოს ეწვევა

© REUTERS / CARLO ALLEGRIრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრეზიდენტი თბილისში მოიწვია.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევა მიიღო და დათანხმდა საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე სტუმრობას.

ამის შესახებ ცნობილი თურქეთში ერდოღანისა და გახარიას შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა.

„მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე", – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ერდოღანის სიტყვებს.

ყველა ახალი ამბავი
0