დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა

© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიკოპენჰაგენი
კოპენჰაგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს დანიაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს თავშესაფარი არ მიუღია.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების უვიზოდ განხორციელების უფლება 2017 წლის მარტიდან აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება. უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

დანიის მიგრაციის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში თავშესაფრის მიღების თხოვნით 81 განაცხადი დაფიქსირდა. გასული წლის ამავე პერიოდში განაცხადების რაოდენობა 264-ს შეადგენდა.

მთლიანობაში, გასულ წელს დანიაში თავშესაფარი საქართველოს 402-მა მოქალაქემ მოითხოვა. ერიტრეისა და სირიის შემდეგ ამ მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავშესაფარი დანიაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.

საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა 

წელი 2014 2015 2016 2017 2018

2019

(8 თვე)

განაცხადების რაოდენობა 111 110 73 76 402 81

გასულ წელთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიასა და ისლანდიაში.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო – უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიტანა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სლოვენიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ასეთი ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უმცირესია.

საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ თითქმის 18 ათასი განცხადება შეიტანეს (რაც საერთო რაოდენობის 3%-ს შეადგენს) და თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0