პირველი ვიზიტი და მოლოდინები – რა საკითხები განიხილა გახარიამ ალიევთან შეხვედრაზე

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია და ილჰამ ალიევი
გიორგი გახარია და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ყველას დაუმტკიცებენ, რომ მათ გადაუჭრელი პრობლემები არ აქვთ, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია პირველ საგარეო ვიზიტებს მეზობელ ქვეყნებში გამართავს

„პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები", – განაცხადა გახარიამ.

მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველო და აზერბაიჯანი საერთაშორისო არენაზე მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს.

„როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0