გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ქობულია
გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ თანამოაზრეთა გუნდის შემოკრების მიზნით კონსულტაციებს გადის.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>

ქობულია, რომელმაც მინისტრის პოსტი 2018 წლის ივნისში დაიკავა, თანამდებობიდან 2019 წლის აპრილში მოხსნეს. ეკონომიკურ უწყებას სათავეში ნათია თურნავა ჩაუდგა. იმ დროიდან ქობულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებს მასმედიაში ხშირად აკეთებს.

„გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მივიღებ. ახლა გავდივარ მთელ რიგ კონსულტაციებს, პირველ რიგში ვცდილობ შევიკრიბოთ გუნდი, რომელიც გარკვეულ პრინციპებს გაიზიარებს“, – განაცხადა ქობულიამ.

ქობულიამ არ დააკონკრეტა, ვისთან გადის კონსულტაციებს, მაგრამ ქვეყნის განვითარების მისეულ ხედვას ნათელი მოჰფინა.

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის კარგია დასავლური ბლოკი და დასავლური ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური და დაბალანსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან“, – აღნიშნა ქობულიამ.

გიორგი ქობულია – დოსიე

გიორგი ქობულია თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის და აშშ-ში ემორის უნივერსიტეტის (Emory University) კურსდამთავრებულია.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
დასახელდა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები

2001 წლიდან ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კონსალტინგური კომპანია McKinsey-ს გუნდის წევრი იყო. თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო McKinsey-ს მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის რანგში და საერთაშორისო მასშტაბით ატარებდა კონსულტაციებს მეტალურგიული, ნავთობისა და გაზის, ასევე მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის. ეს კონსულტაციები მოიცავდა საორგანიზაციო ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მოწესრიგებული სისტემის დანერგვას და სხვა მიმართულებებს.

სანამ შეუერთდებოდა კომპანია McKinsey-ს, ქობულია იყო საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი, უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის თანამშრომელი და Sharp & Dohme-ის მეცნიერი მუშაკი.

 

ყველა ახალი ამბავი
0