ზვიად კუპრავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა

© Sputnik / STRINGERზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლიდან პატიმრობაში მყოფმა კუპრავამ პენიტენციური დაწესებულება ნოემბრის ბოლოს უნდა დატოვოს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავა დააკავეს

ინციდენტი სასამართლოს ეზოში 19 თებერვალს მოხდა. მაშინ აღკვეთის ღონისძიების სახით კუპრავას გირაო შეეფარდა და ჯარიმის სახით 1 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

„ეს პროცესი თავიდანვე პოლიტიზებული იყო. ზვიად კუპრავა შვიდი თვეა პოლიტპატიმარია... რთულია ყოველივე ამის შეფასება. სასამართლო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა – ყველაფერი ეს პოლიტიკურად მოტივირებულია", – განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაქარეიშვილის ინციდენტის დროს კუპრავა სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით გადიოდა, ამიტომაც მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა – გირაო პატიმრობით. ხუთი თვის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში კი იგი დამნაშავედ ცნეს მოსამართლის შეურაცხყოფაში და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ე.წ. სასადილოს ინციდენტს. საუბარია სასამართლოს სასადილოში კუპრავასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. იმ დღეს სასამართლო განიხილავდა კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული 2018 წლის 11 ივნისის საპროტესტო აქციის სამი მონაწილის საქმეს, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად. მონაწილეებს 14 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ყველა ახალი ამბავი
0