არაფერს ვნანობ, გარდა ერთისა – შალელაშვილმა საქართველოს პარლამენტი დატოვა

© photo: Shota Shalelashvili / FB შოთა შალელაშვილი
შოთა შალელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა შალელაშვილმა ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" შოთა შალელაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლო დეპუტატის რანგში საკუთარი თავის სრულყოფილად რეალიზება და ქვეყნისთვის უფრო მეტი საქმის გაკეთება.

შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მიმართა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ექს-დეპუტატმა გადაწყვიტა კვლავ ბიზნესით დაკავდეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 მლნ ლარს გამოყოფენ

„ჩემთვის საქართველოს პარლამენტის წევრობას ყოველთვის ჰქონდა მაღალი პოლიტიკური ფასი და მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში შემეძლო ვყოფილიყავი სხვა, ბევრად დიდი და ფართო პოლიტიკური გავლენის მქონე ქვეყნის ხელისუფლების წევრი. არაფერს არ ვნანობ, გარდა იმისა, რომ ვთვლი, მეტი შემეძლო ჩვენი ქვეყნისთვის გამეღო და გარკვეული პირადი თუ სხვა მიზეზების გამო ვერ შევძელი სრულფასოვნად რეალიზება", – დაწერა შალელაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ექს-დეპუტატმა ყოფილ კოლეგებს წარმატებები უსურვა და მზადყოფნა გამოთქვა, აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყნისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, მის ადგილს სიით მომდევნო კანდიდატი ლევან მგალობლიშვილი დაიკავებს. მგალობლიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 50-ე ნომერი იყო.

2016-2017 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შალელაშვილი არასაპატიო მიზეზით სხვა დეპუტატებზე მეტად აცდენდა საპარლამენტო სხდომებს. კვლევის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა".

ყველა ახალი ამბავი
0