ნათია მეზვრიშვილი შეიძლება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდეს

გამოწერა
ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეიძლება ნათია მეზვრიშვილი გახდეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან უკვე გათავისუფლებულია.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მეზვრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი „Sputnik–საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

უშუალოდ მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციას სათავეში კახი კახიშვილი უდგას.

მანამდე თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ. ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჭოლაძე ავტომატურად გათავისუფლდა დაკავებული პოსტიდან.

საქართველოს ახალი პრემიერი გიორგი გახარიაა. პარლამენტმა მას და მის მინისტრთა კაბინეტს ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

რაც შეეხება მეზვრიშვილს, იგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი მარჯვენა ხელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0