მოსამართლეების სია უკვე პარლამენტშია – ამოიწურა თუ არა სასამართლო სკანდალი?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე განიხილავს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მოსამართლეობის ოცი კანდიდატის სია დაარეგისტრირა, რომლებმაც ქვეყნის უზენაეს სასამართლოში კადრების დეფიციტის პრობლემა უნდა გადაწყვიტონ.

როდის დააკომპლექტებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს?>>

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა სიას თან ერთვის კანდიდატების განაცხადები, ინფორმაცია მათ შესახებ და მათი შერჩევის შესახებ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

თითოეულ კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცალკე განიხილავს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები ახალი სისტემით – საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებებს ქვეყნის 11 ქალაქში განიხილავენ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა. ამჟამად იქ 11 მოსამართლე მუშაობს მაშინ, როცა მათი რაოდენობა სულ ცოტა 28 უნდა იყოს.

მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაჭიანურდა იმ სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს აგორდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა სია, რომელშიც აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე მათ უკვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს სასამართლოს „კლანურ მმართველობაში" ადანაშაულებდნენ.

შედეგად გადაწყდა, რომ გაეწვიათ სია და შეემუშავებინათ მკაფიო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევისთვის, რათა არავის გასჩენოდა ეჭვი სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობაში. ახალი კრიტერიუმებით, შერჩევა რამდენიმე ეტაპად 11-31 მაისის პერიოდში ჩატარდა. განაცხადი 144-მა კანდიდატმა შეიტანა.

საბოლოო სიაში აღმოჩნდნენ:

თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე
მირანდა ერემაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე
მამუკა ვასაძე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე
მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
თამარ ზამბახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი
ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
ვლადიმერ კაკაბაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატის თავმჯდომარე
ნუგზარ სხირტლაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი
ალექსანდრე წულაძე იურიდიული ფირმის CLL Law Firm პარტნიორი
გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

 

 

ყველა ახალი ამბავი
0