გიორგი გახარია: მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, თანამდებობის არდატოვების მიზეზები განმარტა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

დღეს პარლამენტმა გიორგი გახარიას, მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

მმართველ პარტიას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საკმარისზე მეტი ხმები აქვს. ამისათვის საკმარისია მინიმუმ 76 ხმა, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ცხვრები პარლამენტთან: მორჩილების სიმბოლო თუ ...

ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ივნისიდან მოითხოვენ, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გახარიას ყოფნა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებებისთვის და მთავრობის შემადგენლობა დატოვოს.

ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. ოპოზიციამ პოლიცია ძალის არამართლზომიერ გამოყენებაში დაადანაშაულა და გახიარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.

„როდესაც ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი... ამ დროს გადადგომით მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია", - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ დღეს კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრას ჰქვია შტურმი, როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ქართულ პოლიციას ვერავინ დააკომპლექსებს

„სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი, აქ ხომ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით – შტურმით შეჭრას ჰქვია თავისი სახელი, ამას ჰქვია როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. დამთავრდა. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

გახარიას მოწინააღმდეგეები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ ყოველ საღამოს აქციას მართავენ, საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „სირცხვილია" დააფუძნეს. დღეს ისინი პარლამენტთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0