გვარამიას „მთავარმა არხმა" პოლიტიკურ გადაცემებზე ნებართვა მიიღო

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იქნება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მთავარ არხს", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიამ მისი „მთავარი არხის“ მაუწყებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

როგორც ადრე გვარამიამ განაცხადა, „მთავარი არხი" მაუწყებლობას „კომედი არხის" სიხშირეზე, ტელეკომპანია „იბერიის" შენობიდან დაიწყებს.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

რაც შეეხება „მთავარ არხს", იგი მაუწყებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით 9 სექტემბერს დაიწყებს. კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა არხის ხელმძღვანელობის განცხადება ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას. „თითოეული ადამიანი სწორედ აქ გაიგებს საკუთარ ხმას", – განაცხადა ჟურნალისტმა დიანა ჯოჯუამ, რომელიც არხზე საღამოს მთავარ გამოშვებას წაიყვანს.

გვარამიამ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო "რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

ქიბარ ხალვაში და პაატა სალია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ს სააკაშვილი და გვარამია ანგრევდნენ" – ხალვაში ბოლო მოვლენების შესახებ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, იგი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქართული სასამართლოების სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია და მას უნდა დაუბრუნდეს. სასამართლო განხილვები რამდენიმე წელი გრძელდებოდა.

2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში სამართალწარმოებაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

ყველა ახალი ამბავი
0