საპროტესტო აქციის ფონზე გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიმშვიდეა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიამ მუშაობა მშვიდ ვითარებაში გააგრძელა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გაფრთხილების შემდეგ დატოვა – რომ თუ ისინი არ შეწყვეტდნენ სტვენას და მუშაობის საშუალებას არ მისცემდნენ, შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული.

ოპოზიციამ აქცია სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ მოაწყო, რომელიც პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით გაჟღერდა. ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ, რომელიც დღეისათვის შინაგან საქმეთა მინისტრია.

ამ დროისთვის სხდომათა დარბაზში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იმყოფება. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. ჩვენმა კოლეგებმა პროტესტი გამოხატეს, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ", – განაცხადა თალაკვაძემ.

ამის პარალელურად პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც შიგადაშიგ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადადის.

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქციის ფონზე გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიმშვიდეა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ოპოზიციამ და ახალგაზრდა აქტივისტებმა აქცია იმის გამო მოაწყვეს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააწინაუროს გახარია, რომლის გადადგომასაც ისინი მესამე თვეა ითხოვენ.

აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებენ. ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0