საქართველოს პარლამენტი მუშაობას იწყებს – დეპუტატები საშემოდგომო სესიისთვის ემზადებიან

გამოწერა
პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო ამ კვირაში მუშაობის ფორმატს შეცვლის.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით შუადღისას გაიხსნება, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს წარმავალი პრემიერი პოლიტიკაში ახალ სახეებს ელოდება>>

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, შეიცვლება ამ კვირისთვის გათვალისწინებული პარლამენტის მუშაობის ფორმატი – პლენარული სხდომების ნაცვლად ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო შესწორებების განხილვის კომისია 3 სექტემბერს შეიქმნება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წინაშე უნდა წარდგნენ, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოხატვის პროცედურა გაიმართება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში იგეგმება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დამტკიცება 20 ვაკანტურ ადგილზე, ასევე თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე რეზოლუციის სამი პროექტის განხილვა.

სად მიდის ბახტაძე?>>

საშემოდგომო სესიის პერიოდში იგეგმება საარჩევნო სისტემის შეცვლაც – უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პარტიული სიებით უნდა ჩატარდეს. საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისია სამშაბათს პლენარულ სხდომაზე შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0