ფულის გათეთრების საქმე: ბიზნესმენ წერეთლის ვაჟი შეშფოთებულია თავისი "TV პირველის" გამო

© Sputnik / Alexander Imedashvili„თიბისი ბანკის" ოფისი
„თიბისი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თიბისი ბანკის" მეშვეობით ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის ვაჟმა განცხადება გააკეთა.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის" მეშვეობით ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაში 29 აგვისტოს გამოცხადდება, წერს მისი ვაჟი, ტელეკომპანია „TV პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი თავის ფეისბუქ-გვერდზე.

ფულის გათეთრების საქმე „თიბისი ბანკში“: გაჩნდება თუ არა ახალი ბრალდებული>>

გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – "სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М“-ის დახმარებით. როგორც ცნობილია, ფულის გათეთრების ბრალდება წაყენებული აქვთ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ბიზნეს-პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს.

„ავთანდილ წერეთელი მზად არის გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა", – წერს ვახტანგ წერეთელი.

ტელეკომპანია „TV პირველის" მფლობელი ფიქრობს, რომ მისი მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ხელისუფლება ცდილობს, გავლენა მოახდინოს ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკაზე. მისი სიტყვებით, ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ტელეარხმა პოპულარობა მოიპოვა ძლიერი ჟურნალისტური გუნდისა და მრავალფეროვანი პოლიტიკური გადაცემების წყალობით.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ, ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – „ტვ პირველს" ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება... მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში", – წერს „TV პირველის" მფლობელი.

აგვისტოს დასაწყისში გამომძიებლებმა ვახტანგ წერეთელი მოწმის სახით დაკითხეს ამავე საქმესთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები

2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

მამუკა ხაზარაძე: „მზად ვარ დღესვე ჩავჯდე ციხეში“>>

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

TBC bank  - Sputnik საქართველო
ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმე: პროკურატურა ბრალს კიდევ ერთ ადამიანს წარუდგენს

„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

ყველა ახალი ამბავი
0