მედია: პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლოა გიორგი გახარია დაინიშნოს

გამოწერა
მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ქართული მედია შემოდგომაზე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ჟურნალისტების მიერ დასმულ შკითხვას მან სამთავრობო პროგრამაზე საუბრით უპასუხა.

ბახტაძის თქმით, სამთავრობო  ცვლილებებზე საუბარი დამახასიათებელის ქართულ პოლიტიკისთვის, თუმცა ამ დროისათვის მმართველი პარტიისთვის მთავარია არა საკადრო გადაადგილებები, არამედ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა.

„ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა.  სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. მთავარია პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს ძირითადი საუბარი“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირი კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა „პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ−მინისტრი 2018 წელს გახდა, მან თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მთავრობაში ის 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს. 2017 წლის ნოემბერში გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0