04:28 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
სტრასბურგის სასამართლო

სახელმწიფომ საქმე მოიგო – იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

CC BY 2.0 / Mathieu Nivelles / Cour européenne des Droits de l'Homme à Strasbourg en décembre
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
112 0 0

წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის (Rustavi2) საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს სრული გამარჯვება უწოდა.

ტელეკომპანიის იურისტებმა და მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„რაც შეეხება საქმეს „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე პალატის დონეზე სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა“, – განაცხადა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანიის იურისტების სარჩელის თანახმად, ქართულ სასამართლოებში საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი: „ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება“, „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“, „აზრის გამოხატვის თავისუფლება“, „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“ და „საკუთრების დაცვა“.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სახელმწიფო აპარატმა, დამოუკიდებელი მედიასაშუალების დახურვის მიზნით, მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ქიბარ ხალვაშის მიერ დაწყებული სამოქალაქო დავა თავისი მიზნებისთვის გამოიყენა.

წულუკიანის სიტყვებით, ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მექანიზმის საფუძველი, რომელიც 2017 წლის მარტში ამოქმედდა.

„პალატამ სრულად დაუშვებლად ცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით", – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის სიტყვებით, ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ნინო გვენეტაძის მხრიდან, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება.

დაუშვებლად (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ) იქნა ცნობილი ძმები ყარამანიშვილებისა და შპს „ტვ საქართველოს“ პრეტენზიები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძესა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების პალატის თავმჯდომარე მზია თოდუასთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში".

„რაც შეეხება ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლას, რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარება, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი ნაწილი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შეჩერების მექანიზმის მოხსნაა... აღნიშნული გადაწყვეტილება – როგორც შეჩერების, ისე შეჩერების მოხსნის – გასაჩივრებას არ ექვემდებარება და იგი ძალაში დღეიდან შევიდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები