თბილისში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / Shota Nozadzeლგბტ-პრაიდის მონაწილეები თბილისში
ლგბტ-პრაიდის მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წუთებში თბილისი ერთბაშად ოთხი აქციის ჩატარების მოედნად იქცა

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ორშაბათს, საღამოს, თბილისის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მოთხოვნით ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, ზნეობის მცველები შეიკრიბნენ. ისინი დაგეგმილ ე.წ. ლგბტ აღლუმს აპროტესტებენ.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორივე აქციის ორგანიზატორებს მიმართავს

რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, თავისუფლების მოედანზე, აქციის მონაწილეები საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქცია სამი კვირის განმავლობაში პარლამენტთან იმართებოდა, დილიდან კი მათი ადგილი ტრადიციების მცველებმა დაიკავეს.

ეს აქციები მენტალურადაც და იდეოლოგიურადაც პოლარულად განსხვავებულია. ამასთან, აქციების მონაწილეები ერთმანეთს სულ რაღაც 400 მეტრით არიან დაშორებული, რამაც შსს-ს შეშფოთება გამოიწვია.

კიდევ ერთი, მესამე აქცია მიმდინარეობს ცენტრისგან მოშორებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კვირის სკანდალურ ეთერს, რომლის დროსაც პროგრამა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი და მისი განსვენებული მშობლები. მომიტინგეები გაბუნიასა და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„რუსთავი 2თან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხმაურია >>

და ბოლოს, მოულოდნელად, საღამოს დაიწყო მეოთხე ლგბტ-აქცია, რომელიც ორგანიზატორებმა თავდაპირველად გადადეს. აღლუმის მონაწილეები დროშებითა და სიმბოლიკით ცოტა ხანს ქალაქის გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან იდგნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

ერთადერთი, რაც ყველა ამ საპროტესტო აქციის იდენტიფიცირებისთვის შეიძლება გამოდგეს - არის წარწერები პლაკატებზე და სიმბოლიკა.

 

ყველა ახალი ამბავი
0