ნიკა მელია: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, შეეშინდათ

გამოწერა
ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა>>>

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას არ ელოდა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

„მაშინ პროკურორმა 92 დეპუტატი როგორ დაარწმუნა, რომ დამნაშავე ვარ, თუ სასამართლო ვერ დაარწმუნა?! პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეეშინდათ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა: როდის დააკავებენ ნიკა მელიას

დღეს საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე მელიას 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მიიღეს. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

მელიას თანაპარტიელებმა და პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე  თავდასხმა. 

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0