03:21 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
პროტესტის მეშვიდე დღე

პროტესტის მეშვიდე დღე დასრულდა - მომიტინგეებს აქციაზე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (341)
123 0 0

ხუთშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ განახლდება

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია, რომელიც მეშვიდე დღე მიმდინარეობს, დასრულდა.

დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი აგრძელებდა პროტესტს და მათ მიზნის მისაღწევად დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნის შესრულება - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

ცხელი პოლიტიკური ზაფხული: საპროტესტო აქციის მეშვიდე დღე >>

აქციის მონაწილეთა თავდაპირველი მოთხოვნები იყო: არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით, 21 ივნისის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლება და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

Седьмой день акций протеста у парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პროტესტის მეშვიდე დღე

საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

დღეისათვის ხელისუფლებამ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარების პირობა დადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ყველა დაკავებული პირი გაათავისუფლა.

ასეთი ადამიანი სულ 305 იყო, მათი ნაწილი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო დარჩენილ 121 ადამიანს ხელისუფლება ეტაპობრივად ათავისუფლებდა. ბოლო 51 ადამიანი სასამართლომ ოთხშაბათს გაათავისუფლა.

ამგვარად, აქციის მონაწილეებს დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

Седьмой день акциий протеста у парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პროტესტის მეშვიდე დღე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მინისტრის გადადგომის საკითხი არ განიხილება. უკვე 28 ივნისს გახარია აქციის დაშლის შემდეგ კამერების წინაშე პირველად გამოჩნდება - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის 21 ივნისის ღამის მოვლენებზე ისაუბრეს.

ამასთან, რუსთაველზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ მიტინგის დაშლაზე პასუხისმგებლობა სწორედ გახარიას ეკისრება.

Седьмой день акций протеста у парламента Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
პროტესტის მეშვიდე დღე

აქციაზე პერფორმანსი მოეწყო: ყველა მონაწილემ ერთი თვალი წითელი სახვევით აიხვია, გაინათა სახე მობილური ტელეფონით და საქართველოს ჰიმნი იმღერა, შემდეგ კი ეს სახვევები ჰაერში ააგდეს.

თვალის სახვევი აქციის ერთგვარი სიმბოლოა იმ ორი ადამიანის სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.

Участники акции протеста подбросили вверх красные повязки
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პროტესტის მეშვიდე დღე

აქციის ორგანიზატორებმა შაბათს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე „თავისუფლების მარში“ დააანონსეს.

პარალელური ფაქტორი

ოთხშაბათს აქციას ფონად გასდევდა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა - ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა.

პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>

სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნამ პროკურატურას მისცა შესაძლებლობა, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვოს.

დილით პროკურატურამ ბრალი წაუყენა ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხუთშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოაწყობენ მსვლელობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (341)

მთავარი თემები