საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

ნერვების ომი პარლამენტში: პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა - ვიდეო>>>

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა.

პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილი მხოლოდ ერთი კანდიდატურა - არჩილ თალაკვაძე იყო, რომელიც პარლამენტს უმრავლესობამ შესთავაზა. 

არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას პარლამენტის 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი არ წასულა. საპარლამენტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ოფიციალურად გადადგა

დღეს პარლამენტმა ცნობად მიიღო ირაკლი კობახიძის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობდან გადადგომის შესახებ. კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა.

კობახიძეს ასევე მადლობა გადაუხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არის დიდი პასუხისმგებლობა.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014-2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

 

ყველა ახალი ამბავი
0