„ეს კაცი ყველაფერზე წავა“ - ბურჯანაძე მომხდარში დამნაშავეს ასახელებს

© photo: Sputnik ნინო ბურჯანაძე
 ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-სპიკერს მიაჩნია, რომ ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში იმ ნიშნულზე დაბრუნებაც კი გაჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყო.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსურ დანაკარგებში, რაც ქვეყნიდან რუსი ტურისტების გასვლას მოჰყვება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ძალები არიან დამნაშავე, აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

„სააკაშვილი თამაშობს არა მარტო საკუთარ თამაშს, არამედ ამერიკული სპეცსამსახურების ინტერესებშიც მოქმედებს. ეს ადამიანი მზადაა და წავა ყველაფერზე — შიდა დესტაბილიზაციაზეც კი“, — განუცხადა ბურჯანაძემ გამოცემა Известия−ს.

ბურჯანაძე სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსეთთან დიალოგის დამყარება. მისი თქმით, ქვეყნის ახლანდელ ხელისუფლებას კი ეშინია ამის გაკეთება, რათა დასავლელი მოკავშირეების   კეთილგანწყობა არ დაკარგოს. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ამასთან, ექს-სპიკერს მიაჩნია, რომ ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში იმ ნიშნულზე დაბრუნებაც კი გაჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყო.   

პროტესტი საქართველოს დედაქალაქში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოყვა. პოლიტიკოსი საქართველოში საპარლამენტთაშორისი მართლმადიდებლური ასამბლეის 26-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. იგი ასამბლეის პრეზიდენტია.

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა და დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.

 

ყველა ახალი ამბავი
0