კრიზისების დიდოსტატი მენეჯერი მართლმადიდებლობის სახელით დადებულ ნაღმზე აფეთქდა?

© photo: Georgian Dream / FBირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშ ასე, წილი ნაყარია, გადაწყვეტილება - მიღებული. ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამცნო საზოგადოებას - ახალგაზრდობის სამართლიანი პროტესტის გამო მზად ვართ, 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩავატაროთო.

„ჩვენ ვიგრძენით და გავიზიარეთ ქართველი ხალხის სულისკვეთება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - ახსნა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

პარალელურად უქმდება 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ანუ პარლამენტში მოხვდება ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა საერთო სიის ერთ ასორმოცდამეათედ ხმას მაინც მიიღებს. შედეგად პარლამენტში შეიძლება, ვიხილოთ თითო-თითო ან ორ-ორი დეპუტატი ყველა პარტიიდან. შესაბამისად, ეს ხმები „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდება.

ასეთ ცვლილებებს, ბუნებრივია, სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ოპოზიციასთან კონსულტაციები წაიღებს დიდ დროს, შემდეგ - ორ სხვადასხვა სესიაზე კანონზე მსჯელობა და სახალხო განხილვები.

შესაბამისად, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

ხელისუფლებას ახლა აქვს დრო, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და პროცესები მისთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანოს.

სწორედაც რომ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, ეშმაკი დეტალებში იმალება.

ამ დეტალებზე მსჯელობისას საკანონმდებლო დონეზე მილიონი ნიუანსის გათვალისწინება შეიძლება.

რაც მთავარია, პოლიტიკური პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და ბიძინა ივანიშვილი აძლევს შანსს ყველა ფერსა და ძალას, სცადოს ბედი და ისმოდეს მისი და მისი სოციალური ჯგუფის ხმა პარლამენტში.

რაც შეეხება 20 ივნისის ვანდალური ღამის შედეგებს:

პარტიის თავმჯდომარემ სრულიად გასაგებად თქვა, რომ დაისჯება ყველა - აქციის ორგანიზატორიც, ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ადამიანებს თვალები დათხარა.

ჩვენი ინფორმაციით, არც გიორგი გახარიას გადადგომაა გამორიცხული.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო – საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე?

ცუდია, თუ მან სპეცრაზმს ხალხის დარბევის ბრძანება მისცა, მაგრამ არანაკლებ ცუდია ისიც, თუ აქციის უმტკივნეულო დაშლა დაავალა და ვერ აკონტროლა პროცესი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 20 ივნისის მოვლენებმა შეიწირა მისი მომავალი პრემიერ-მინისტრობა.

ბევრი კრიზისის მენეჯერი გიორგი გახარია ბოლოს მართლმადიდებლობის სახელით დადებულ ნაღმზე აფეთქდა.

სავარაუდოდ, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არ დააყოვნებს, მაგრამ პოლიტიკური შესაძლოა, უფრო ადრე დადგეს, თუ აქციები გაგრძელდა.

და კიდევ ერთი - „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება მომავალ პარლამენტში კონსულტაციები აწარმოოს და უმრავლესობა შექმნას უაღრესად ეკლექტურ საზოგადოებასთან.

რეალურად, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დემოკრატიისათვის დიდი ნაბიჯია.

მართალია, ოლიგარქ მაჟორიტარებს რეგიონებში ხალხის დახმარების სურვილი გაუქრებათ და იმავე თანხებით პარტიებში ირბენენ, მაგრამ ესეც გასაღები მსხვერპლია.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ფიცი მწამს, სოციოლოგია მაკვირვებს: NDI-კვლევის მისტიკა

არჩევნებამდე საზოგადოების განათლებაც, რომ მაჟორიტარი კანონმდებელი უნდა იყოს და არა - ფულიანი დედა ტერეზა, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. პოლიტიკური პარტიების როლი სწორედ ის უნდა იყოს, რომ ხალხი პოლიტიკურად გაანათლოს.

როგორც ჩანს, ნამდვილად საინტერესო პოლიტიკურ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს, რომელიც, იმედია, ცხელი თავების მიღებული გადაწყვეტილებების ნაცვლად პრაგმატულ და ხალხისა და ქვეყნისათვის სასარგებლო ნაბიჯებს მოიტანს. საბედნიეროდ, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით,

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ესმით ხალხის ხმა, უკან დახევაც შეუძლიათ და შეცდომების აღიარება.

იმედია, ეს მრავალპარტიულ პარლამენტს და პროცესების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0