კახა კალაძე: ბარიერი უქმდება და ყველა პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებში დიდი მხარდაჭერა ექნება.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ბარიერი საერთოდ უქმდება, რითიც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას მოხვდნენ პარლამენტში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება>>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, დილით გააკეთა.  

კალაძემ ამ ინიციატივას უპრეცედენტო უწოდა. 

„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

„დღეს პარტიის თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იცით, რომ ეს ეხება კონკრეტულად არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითიც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებში დიდი მხარდაჭერა ექნება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 მაჟორიტარი დეპუტატით. 

ყველა ახალი ამბავი
0