პარლამენტს ახალი დეპუტატი ჰყავს – ცესკომ შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა

გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მხოლოდ ერთი სადეპუტატო სავარძელი იყო, ამ არჩევნების ირგვლივ ნამდვილი ვნებათაღელვა განვითარდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა, რომელიც მთაწმინდის რაიონში 9 ივნისს გაიმართა.

ხმების დათვლის შედეგად მეორე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, ექიმმა ვლადიმერ (ლადო) კახაძემ. მას, ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლების 61,83%-მა (10 749 ადამიანი) მისცა ხმა.

კახაძე: ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმემ ძალდატანებით მომცა ხმა>>

რაც შეეხება მის კონკურენტს, შალვა შავგულიძეს, რომელიც კენჭს ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან" იყრიდა, მან 38,17% (6 635 ხმა) მიიღო.

არჩევნებზე ამომრჩეველთა 41,23%, ანუ 18 121 ამომრჩეველი მივიდა (პირველ ტურში – მხოლოდ 34%).

ახალი დეპუტატი

არჩევნების შედეგად კახაძე პარლამენტის დეპუტატი ხდება. ადრე ეს მანდატი სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

არჩევნები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
რატომ იქცა თბილისის ერთი ოლქის არჩევნები ასეთ მნიშვნელოვან მოვლენად

65 წლის ლადო კახაძისთვის ეს არჩევნები დეპუტატის ადგილის დაკავების მეორე, ამჯერად წარმატებული მცდელობაა. პირველად ის 2016 წელს პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის" ისევ მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს, თუმცა, უშედეგოდ.

მას დიდი გამოცდილება აქვს მედიცინაში და მცირე – პოლიტიკაში.

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა, მაგრამ ბევრს ახსოვს ის და ბევრი რამ სმენიათ მასზე, როგორც ექიმზე.

კახაძე მთელი ცხოვრება მედიცინის სფეროში მოღვაწეობს. მუშაობდა ექიმად სხვადასხვა კლინიკაში. ბოლო დროს კონსულტანტის პოზიცია ეკავა ოფთალმოლოგიურ კლინიკა „მზერაში". მანამდე მუშაობდა კონსულტანტად სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა" და სამედიცინო კომპანია Oxford Medical Georgia-ში.

შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს გამარჯვებას არ ულოცავს>>

კახაძე არის „საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემიის" საპატიო აკადემიკოსი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

კახაძე 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0