20:06 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

აბაშიძე და კარასინი მორიგ შეხვედრას შემოდგომაზე გამართავენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (61)
21 0 0

გასულ შეხვედრაზე განიხილებოდა საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ხუთშაბათს გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ხოლო რუსეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლებმა.

„მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით დადასტურდა კონტაქტების გაგრძელების ორმხრივი მზადყოფნა. მორიგი შეხვედრის გამართვა 2019 წლის შემოდგომით იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა განიხილეს საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის რუსულ-ქართული მთავრობათაშორისი შეთანხმების შესრულების პერსპექტივები.

„შეთანხმებულია, რომ შეთანხმების რეალიზაციის უსწრაფესი დაწყების მიზნით ერთობლივი მუშაობა შვეიცარიის შუამავლობით გაგრძელდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

კარასინი: თბილისში ლუგარის ლაბორატორიას რუსი ექსპერტები ეწვევიან >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (61)

მთავარი თემები