შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს გამარჯვებას არ ულოცავს

© European Georgia / FB შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუალედური არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ოპოზიციის კანდიდატმა მის ერთადერთ კონკურენტს, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ ლადო კახაძეს მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის დასრულების და პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ გამარჯვება არ მიულოცა. შავგულიძემ ამასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლადო კახაძე - Sputnik საქართველო
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში მთაწმინდაზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე თვლის, რომ არჩევნები დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მიმდინარეობდა, ლადო კახაძის მიერ მოპოვებული გამარჯვება კი ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე განხორციელებულ მოსყიდვა-დაშინების ფაქტებს უკავშირდება.

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდელების 41% მივიდა >>>

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვერ შეძლეს მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საჭიროა არჩევნებზე აქტიურად მისვლა და პოზიციის დაფიქსირება. შალვა შავგულიძის სიტყვებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები.

არჩევნები - Sputnik საქართველო
და ისევ არჩევნებია: საქართველოში პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ

„ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები. მაგრამ მისალოცი აქ არაფერია, რადგან დემოკრატიისათვის მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ეს არჩევნები“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ყველა ახალი ამბავი
0