ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ლეგალური მუშაობის უფლების ნებართვა მართვად მიგრაციას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმების გაფორმების მიზნით, რაც ქვეყნის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემს, ნათქვამია 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" შესრულების შესახებ ანგარიშში.

როგორ დავსაქმდეთ საფრანგეთში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები>>

2017 წლის მარტიდან, ანუ იმ დროიდან, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა, მიგრაცია გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულშიც მოხვდნენ, რაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც, ერთი მხრივ, შეამცირებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებს და ხელს შეუწყობს მართულ მიგრაციას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას", – ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას

დროებითი ცირკულარული-შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას საზღვარგარეთ და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, აღნიშნავენ მთავრობაში.

2019 წლის თებერვალში ამოქმედდა შეთანხმება საფრანგეთის მთავრობასთან „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ". შეთანხმება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემას მათი დასაქმების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ>>

დოკუმენტი ვრცელდება ახალგაზრდა სპეციალისტებზეც, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლების (მათ შორის ფილიალების) კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში სურთ პროფესიული გამოცდილების შეძენა, მაგრამ მომავალში საქართველოში დაბრუნებას აპირებენ.

აეროპორტში ტურისტი ჩემოდნით ხელში - Sputnik საქართველო
მიგრანტებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დააყენეს

ეს შეთანხმება გულისხმობს როგორც საქართველოს მოქალაქეების საფრანგეთში დასაქმებას, ისე საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას.

მოლაპარაკებები დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის შესახებ მიმდინარეობს გერმანიასთან, ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან. საპილოტე პროექტი ხორციელდება პოლონეთთან, სადაც საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქეა დასაქმებული.

პარალელურად ხელისუფლება, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების მიზნით, კონსულტაციებს მართავდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საქართველო უსაფრთხოდ უკვე აღიარა შენგენის ზონაში შემავალმა 12-მა ქვეყანამ. ესენია: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღება ძალზე რთულია.

ყველა ახალი ამბავი
0