ვაპირებ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო – სალომე ზურაბიშვილი

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა თავად გაიაროს.

29 მაისი, თბილისი, Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ გზით კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კულტურული მარშრუტები. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კულტურული მარშრუტები ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია, რომელიც ევროპას დაანახებს, რა არის საქართველო.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება.

"დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ. 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი
0