01:37 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
კახა კალაძე

კალაძე: დავით-გარეჯის სიტუაციის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს

© photo: Kakha Kaladze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (26)
103 0 0

ექსპერტები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ორი ქვეყნის საერთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთად დაათვალიერებენ

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებები ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციაზე, რათა არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

გზის გახსნის შემდეგ საზღვრის დემარკაციის კომისიამ მუშაობა განაახლა. კომისიის ახალი, მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა. საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე შეთანხმდნენ და ყველა პრობლემური საკითხი განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ, კომისია შედეგს მიიღებს და დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურ თემასთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ისე დავასრულოთ ყველაფერი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ბევრ სხვადასხვა მიმართულებასა და სფეროში და საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისია დავით-გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ.

აზერბაიჯანმა სპეცტექნიკა გააჩერა - დავით-გარეჯის ირგვლივ სიტუაცია დამშვიდდა >>

დავით–გარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (26)

მთავარი თემები