ბალტიის ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

© photo: Sputnik / Marius Baranauskas / გადასვლა მედიაბანკშილიტვის დროშა
ლიტვის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მილოცვებს იღებს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ულოცავს.

„საქართველოს ყოველთვის ეკავება განსაკუთრებული ადგილი ჩვენს გულებში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა თქვენთან ერთად ზეიმობს!“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ესტონეთი ყოველთვის იქნება თქვენი ახლო მეგობარი და ძლიერი მოკავშირე“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

საუკეთესო სურვილებით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ასე ულოცავს 26 მაისს საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები ქართველ მეგობრებს, რომლებიც დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0