გაერთიანებული სამეფო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© REUTERSგაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედოფალმა დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დედოფალმა დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას“, - წერს მონარქი.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0