23:58 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
თბილისობა რიყის პარკში

ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნები: ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში ხმის მიცემას შეძლებენ

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

საქართველოს ტერიტორიაზე ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად წინასწარი რეგისტრაციის გავლაა საჭირო

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც 9 ივნისს თავისი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემა სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ნათქვამია ყაზახეთის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო და ყაზახეთი ერთმანეთს გამდიდრებაში დაეხმარებიან >>

რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოში ყაზახეთის საელჩოში №277 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფმა ან მუდმივად მცხოვრებმა ყაზახეთის მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ უბანზე წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ - ელექტრონულ ფოსტაზე consulate@kazembassy.ge პირადი მონაცემები უნდა გაიგზავნოს.

კენჭისყრა 9 ივნისს თბილისის დროით 07:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ და ყაზახეთის მოქალაქის პასპორტის მქონე ამომრჩევლებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

მთავარი თემები