12:03 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ხმების დათვლა

ცესკო-მ შუალედური არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)
210 0 0

მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მეორე ტური მთაწმინდის ოლქში გაიმართება.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ცესკო-მ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

თბილისში, მთაწმინდის #1 ოლქში 31 უბნიდან 27 უბნის მონაცემებია დათვლილი და ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა:

- შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) – 36,72%;

- ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება“) - 41,28%;

- ჰერმან საბო (გირჩი) – 4,78%;

- ლევან იოსელიანი (საინიციატივო ჯგუფი) – 6,43%;

- კობა დავითაშვილი (საინიციატივო ჯგუფი) – 2,87%;

- სოფიო ხორგუანი (საინიციატივო ჯგუფი) – 2,58%%;

- გრიგოლ გეგელია (საინიციატივო ჯგუფი) – 3,11%%.

ზუგდიდის #67 ოლქში 107 უბნიდან დათვლილია 74 უბნის მონაცემები:

- სანდრა რულოვსი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“) – 42,75%;

- გიორგი შენგელია („ქართული ოცნება“) – 54,45%.

მარნეულის #22 ოლქის 90 უბნიდან ხმები დათვლილია 81 უბანზე:

- აკმამედ იმამკულიევი („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) – 7,73%;

- ზაურ დარგალი („ქართული ოცნება“) – 79,8%.

ზესტაფონის #51 ოლქში 53 უბნიდან ხმები 52 უბანზე დათვალეს:

- გიორგი გოგლიჩიძე („ქართული ოცნება“) - 50,57%;

- გიორგი წულაია („თავისუფალი საქართველო“) - 5,83%;

- ბაქარი ხიჯიკაძე  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“) - 34,29%.

ჭიათურის #56 ოლქში 58 უბნიდან ხმები დათვლილია 57 უბანზე:

- გივი მოდებაძე („ქართული ოცნება“) - 64,37%;

- ზურაბ კუპატაძე (საინიციატივო ჯგუფი) - 18,1%

- დავით ჭუმბურიძე (საინიციატივო ჯგუფი) - 15,36%.

ხულოს #44 ოლქში ხმები 54-ვე უბანზეა დათვლილი:

- ვახტანგ ბერიძე („მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“)- 3,63%

- ირაკლი ჯორბენაძე  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“) - 23,75%

- ვახტანგ ბერიძე („ქართული ოცნება“) - 70,91%.

ამრიგად, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მეორე ტური მთაწმინდის ოლქში გაიმართება.

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

ცესკო რვა რაიონის საკრებულოებში არჩევნების შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით შეეძლო ესარგებლა 402 ათას ადამიანს - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 11,4%-ს. კენჭისყრის პროცესი 410 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.

ხმების დათვლის პროცედურა გრძელდება.

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)

მთავარი თემები