13:53 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ქართული ოცნების ოფისი

ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნება ზუგდიდში 54%-ით იგებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (100)
90 0 0

მთაწმინდაზე ლადო კახაძე 40,92%-ით იგებს

თბილისი, 19 მაისი  - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონში მერის არჩევნებში 54,08%-ით იგებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი შენგელია.

მამუკა ბახტაძე: თბილისში მეორე ტური გაიმართება - ვიდეო ბრიფინგიდან >>

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

- ზუგდიდის რიონში 54,08% ეკუთვნის „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი შენგელიას;

- მარნეულის ოლქში 90 უბნიდან 86 უბანზე ბიულეტენები დათვლილია და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი იგებს 78,75%-ით;

- ზესტაფონში 53-დან 52 უბნის მონაცემებია დათვლილი და 50,53%-ით იგებს მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე;

- ჭიათურაში 58-დან 49 უბნის მონაცემები დათვლილია და 65,39% მმართველი გუნდის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ დააგროვა;

- ხულოში დათვლილია 54-ვე უბნის ბიულეტენები და 76,1%-ით იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე.

რაც შეეხება თბილისს, მთაწმინდის ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ლადო კახაძემ 40,92% დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდაზე შედგება მეორე ტური და კახაძის მეტოქე იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატია.

19 მაისს თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

ხმების დათვლის პროცედურა გრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (100)

მთავარი თემები