ცესკო: ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 საათისთვის საგარეჯოში დაფიქსირდა

გამოწერა
ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ცალკეულ ქალაქებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და 15,4%  შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 456 ამომრჩეველია, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 70-მა დააფიქსირა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

საარჩევნო ოლქი  აქტივობა ვის ირჩევენ
მთაწმინდა (თბილისი) 4% საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ზუგდიდი 8,1% მერი
ჭიათურა 6,7% მერი
ხულო 8,7% მერი
მარნეული 5,7% მერი
 ზესტაფონი  7% მერი
ახმეტა 11,5% საკრებულოს დეპუტატი

საგარეჯო

15,4% საკრებულოს დეპუტატი

ადიგენი

9,3% საკრებულოს დეპუტატი
ტყიბული 6,9% საკრებულოს დეპუტატი
წყალტუბო 8,4% საკრებულოს დეპუტატი
ოზურგეთი 6,3% საკრებულოს დეპუტატი

 

 


 

ყველა ახალი ამბავი
0