დაძაბულობა სოფელ კოკის N97-ე საარჩევნო უბანზე : დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

© photo: Sputnikზუგდიდის საარჩევნო უბანი
ზუგდიდის საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაძაბულობაა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სოფელ კოკში N97-ე საარჩევნო უბანზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: „ოპოზიციის მომხრეების მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს"

გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის შენობიდან შეცდომით გააძევა, რასაც არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაძაბულობაა. პირველი ინციდენტი დილით,  №82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები და ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა დღეს,19 მაისს,  მუნიციპალიტეტის მერს ირჩევს.

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხმას 107 საარჩევნო უბანზე მისცემს. ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

ყველა ახალი ამბავი
0