რატომ დატოვა იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ტაბატაძემ სამხედრო საქმეში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რის გამოც მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

„შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენ გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გასწია. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გენერალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორი გასული წლის აგვისტოში გახდა. ის მანამდე 20 წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017 წელს მიიღო გენერლის წოდება. გასული წლის დეკემბერში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპირებდნენ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გათავისუფლებას, მის შემცვლელად კი შავლეგო ტაბატაძე მოიაზრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0