საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ნოემბერში გადმოიბარებს

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ნოემბერში გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველო 2019 წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, განაცხადა პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.

საქართველო ნოემბერში ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდება>>>

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

„2019 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს იმ პრიორიტეტებზე, რაც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭო საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ამ ორგანიზაციას და მეტი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში.

გაეროს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატია

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ნოემბერში გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

20 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე ამოტვიფრულია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 1995-2001 წლებში იგი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, 2003 წელს კი „ვარდების რევოლუციის"ერთ-ერთ ლიდერი გახდა, რომლის შემდეგაც მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0