სკანდალი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდზე „რეტვიტის" გამო

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განმარტა, როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო დონალდ ტრამპის „ტვიტი" სალომე ზურაბიშვილის გვერდზე.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური არ გამორიცხავს სოციალურ ქსელ Twitter-ში სახელმწიფოს მეთაურის პირად აკაუნტზე კიბერ-შეტევის შესაძლებლობას, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდიდან შემთხვევით გაზიარებული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე ერთ საათზე მეტ ხანს „ეკიდა", რის შემდეგაც წაიშალა. თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებას ეს დრო ეყო იმისთვის, რომ აქედან საერთაშორისო სკანდალი აეგორებინა.

​ყოველთვის საკუთარ თავში თავდაჯერებულმა და სკანდალების ერთგვარად მოყვარულმა ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის პირველი გამოსვლა პენსილვანიის შტატში მისთვის დამახასიათებელი მანერით შეაფასა. ტრამპი Twitter-ზე რამდენიმე პოსტში საკუთარ მოწინააღმდეგეს „მძინარე ჯოს" უწოდებს. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ზურაბიშვილით მანიპულირება არ გამოვა" – ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტზე

„მძინარე ჯო საკუთარ პირველ შეხვედრას ატარებს დიდ შტატში – პენსილვანიაში. რა თქმა უნდა, მან არ იცის, რომ ახლა პენსილვანიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია მის ისტორიაში – უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით, სპილენძის მრეწველობის აყვავებით და დიდი მომავლით", – აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე დაახლოებით ერთი საათი ჩანდა, ამ დროისთვის კი იგი უკვე წაშლილია.

რატომ შეუქმნა პრეზიდენტს „უხერხულობა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციამ>>>

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს არ გაუზიარებია ტრამპის პოსტი.

„ტექნიკური შეცდომა იყო. ჩვენი პირველადი ინფორმაციით, პოსტი სოციალური მედიის მენეჯერმა გამოაქვეყნა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ აქ შეიძლება იყოს კიბერ-თავდასხმა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საგამოძიებო სამსახურებისთვის მიმართვას ვაპირებთ", – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" მოისწრაფიშვილმა.

ჯო ბაიდენი, რომელსაც 2009-2017 წლებში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს მეორე პირის პოსტი ეკავა, დემოკრატიული პარტიიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კანდიდატად ითვლება მათ შორის, ვისაც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0