„პოროშენკო ძველი ბიჭია“ - სააკაშვილი მოუწოდებს ზელენსკის, დააპატიმროს წინამორბედი

© AP Photo / Shakh Aivazovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილის თქმით, მან ყურადღებით უყურა ზელენსკის ფილმებს და მივიდა დასკვნამდე, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ამ ფილმებში უკვე იწინასწარმეტყველა ყველა ის სირთულე, რომლებიც ელოდება. გამომდინარე აქედან, შოუმენმა და მსახიობმა იცის, რაზეც მიდის.

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკი ყველანაირად შეუშლის ხელს უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, იუწყება პორტალი Strana.ua 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას: გამოიჩინეთ საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან

შესაბამისად, სააკაშვილი მოუწოდებს არჩეულ პრეზიდენტს, დააპატიმროს წინამორბედი.

„პოროშენკო არ დამშვიდდება. მისი თავისუფლებაზე დატოვება შეცდომაა. ის ყველანაირად შეეცდება „შეუჩიჩხინოს“ ზელენსკის... თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძვრება, ამ კეთილშობილებას მაინც არ დააფასებს“, — განუცხადა სააკაშვილმა Страна.ua-ს ჟურნალისტს. 

მისი თქმით, პოროშენკო ნებისმიერ კეთილშობილურ ჟესტს სისუსტედ აღიქვამს და როგორც კი შანსი გაუჩნდება, მაშინვე დანას ჩასცემს მოწინააღმდეგეს ზურგში, ვინაიდან „ძველი ბიჭის“ ფსიქოლოგია აქვს.  

სააკაშვილს მიაჩნია, რომ ზელენსკი მზადაა ახალი თანამდებობისთვის. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ყურადღებით უყურა ზელენსკის ფილმებს და მივიდა დასკვნამდე, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ამ ფილმებში უკვე იწინასწარმეტყველა ყველა ის სირთულე, რომლებიც ელოდება. გამომდინარე აქედან, შოუმენმა და მსახიობმა იცის, რაზეც მიდის.

ყველა ახალი ამბავი
0