„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დავალებები" – რას აპირებს ეკონომიკის ახალი მინისტრი

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებაში მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებული.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ნდობის გამართლების პირობა დადო.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს

ბოლო დრომდე მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

„ჩემთვის დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც დასაქმებული არიან მაღალი რანგის პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო", – განაცხადა თურნავამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი ხუთშაბათს მოაწერა. ქობულია სამინისტროს 2018 წლის ივნისიდან ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0