საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება

© Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის სპიკერის წინადადებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს, ხოლო 1992 წლის იანვარში პოსტიდან განდევნეს სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელმაც „თბილისის ომის“ სახელწოდება მიიღო.

ზვიად გამსახურდიას საფლავი - Sputnik საქართველო
საქართველოში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექს-პრეზიდენტის ოჯახის განცხადებით, იგი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს. 2015 წელს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება „მკვლელობის“ მუხლით განაახლა.

„პარლამენტის ბიუროს წინაშე წარვადგინე წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი. როგორც მოგეხსენებათ, 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოცხადდა სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის სულისჩამდგმელი იყო ზვიად გამსახურდია, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, პარლამენტის თავმჯდომარე“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზისთვის გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დროს იქნება მიღებული.

„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე >>

1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის გარდამტეხი გახდა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0