„გაქაჩავთ?" – სააკაშვილი პოროშენკოს უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს საკმაო დრო აქვს იმისთვის, რათა კანონისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოიქცეს.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოსთხოვა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.

ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს>>>

უკრაინაში არჩევნები 31 მარტს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით მარათონის ლიდერები გახდნენ ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე

„პეტრო ალექსეევიჩ, თქვენ ამბობთ, რომ შეიცვალეთ, რომ იცავთ კანონს. აი, თქვენ მარტივი ტესტი იმაზე, რომ ეს მართლა ასეა. თითქმის ორი წლის წინ, ისარგებლეთ რა იმით, რომ მე ქვეყანაში არ ვიყავი, მოქალაქეობა ჩამომართვით. მოქალაქეობა უკრაინული კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევით ჩამომართვით, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია, მოქალაქეობა ჩამოერთვას. მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან: „გაქაჩავთ" კანონიერების აღდგენას, ჩემთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნებას და უკრაინაში ჩემ შემოშვებას?" – ამბობს სააკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მოუხელთებელი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

პოროშენკო: სავჩენკოსა და სააკაშვილის მხილების ოპერაციები სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს>>>

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა, 2016 წელს სააკაშვილმა აღნიშნული თანამდებობა სკანდალურად დატოვა – პოროშენკო რეგიონში არსებული დანაშაულებრივი „კლანების" მფარველობაში დაადანაშაულა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით სააკაშვილი ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0