სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა არჩევნებისთვის ახალი მოკავშირეები მოძებნეს

© photo: Free Democrats / FB შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა შავგულიძე საუბრობს იმაზე, თუ რამ გააერთიანა პარტიები „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ყოფილი დაუძინებელი მტრები – პარტიები „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთიანდებიან შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 19 მაისს გაიმართება.

პარტიებმა დეპუტატობის კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის დასახელება გადაწყვიტეს. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

„ჩვენ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე, მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს“, – განაცხადა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე.

შავგულიძის გამარჯვებაში დარწმუნებულია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო
ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად ჩატარდება

„ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა“, – განაცხადა უგულავამ.

ბოლო მონაცემებით, პარლამენტის დეპუტატობისთვის ბრძოლას გეგმავენ ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი და გერმან საბო პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებულია დაახლოებით 43,9 ათასი ამომრჩეველი. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 31 საარჩევნო უბანზე.

„თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიამ დააფუძნა. პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციაში 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. 2014 წელს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გზა გაიყარა.

გაერთიანებული ოპოზიცია თავის გეგმებზე საუბრობს>>

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ის სააკაშვილის პარტიისგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოყოფილმა ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა შექმნეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები>>

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები. პარტია დატოვეს ალასანიამ და სხვა დამფუნებლებმა – ყოფილმა დიპლომატებმა.

ყველა ახალი ამბავი
0