რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერი პარლამენტში

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერი დეპუტატების დებატებს მოისმენს და ბოლოს თავის შემაჯამებელ მოსაზრებას გამოთქვამს.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს დანაშაულთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გააცნობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ჩატარდება ახალი, ინტერპელაციის მეთოდით, როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან სხვა ანგარიშვალდებული ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია პარლამენტის წინაშე წარდგეს და დეპუტატების არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის კითხვას უპასუხოს.

პატრული - Sputnik საქართველო
შსს–მ საქართველოში დანაშაულის ზრდა დააფიქსირა

ბახტაძე საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ. გარდა ამისა, ის დაესწრება დეპუტატების დებატებს კითხვებზე პასუხის შემდეგ და ბოლოს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას მიიღებს.

შსს-ს ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა დაახლოებით 5,8 ათასი დანაშაული, რაც 2018 წლის იანვრის მონაცემებზე 30,93%-ით მეტია. ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია ქურდობა, ოჯახური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

თავდასხმა ინკასაციის მანქანაზე ზუგდიდში - ძარცვის ახალი დეტალები>>

დანაშაულის ზრდაზე საუბრობენ ასევე საზოგადოებაშიც. ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმეები იყო Liberty Bank-ის საინკასატორო მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა და „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა, ხუთი წლის გოგონას დაღუპვა თბილისში. ასევე ხშირად საუბრობენ ქურდობის ფაქტების გახშირებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0