ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროგნოზს აკეთებს

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის რესურსები არ გააჩნია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლამ გააერთიანა

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, 2019 წელს გაერთიანება გადაწყვიტეს. მიზანი ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

„ივანიშვილსა და მის გუნდს ძალიან უნდა „მოენდომებინა", რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი, ჩვენც კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაეერთიანებინა. ივანიშვილს არჩევნების მოსაგები რესურსები არა აქვს. მოსახლეობა მის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი - მოლოდინი კოლოსალური იყო, ხოლო რეალური შედეგი არ არის. ოპოზიციური ბლოკი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივიდა: ოცი პარტია ერთ მაგიდას შემოუსხდა ერთი საერთო მოთხოვნის გამო - შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიცია წინააღმდეგია, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. ისინი არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ჩატარებას მოითხოვენ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ივანიშვილი განერვიულდა, მაგრამ დაიმსახურა ეს

„ახლა კანონმდებლობა ცალსახა უპირატესობას ანიჭებს იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაშია. „ქართულ ოცნებას" ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, თავის დროზე, თვითონ მოითხოვდა ასეთივე საკანონმდებლო ცვლილებებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მოთხოვნები დაივიწყა. ცვლილებები, რომელსაც მოვითხოვთ, ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ 2020 წელს რევოლუციური პროცესები ავიცილოთ თავიდან", - მიიჩნევს ბურჯანაძე.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას და ხელისუფლებას არ მისცემს მისი პარტიისთვის მიცემული ხმების მოპარვის საშუალებას, „როგორც ეს 2016 წელს იყო".

ყველა ახალი ამბავი
0